რეალი, ატლეტიკო, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

“ვინისიუსზე კონკრეტულ ყურადღებას არ გავამახვილებთ“ - სიმეონე რეალთან მატჩამდე

კოპა დელ რეის მეოთხედფინალში მადრიდული დერბი გაიმართა. „რეალი“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როხიბლანკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სიმეონე:

„ასეთი თამაშების წინ ყოველთვის არის მოსაზრება, თუ ვინ გაიმარჯვებს ან ვინ როგორ ფორმაშია. სიმართლე კი ის არის, რომ გაიმარჯვებს გუნდი, რომელიც უკეთ ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შეტევაში უკეთესები ვართ. ჩემი გუნდი ძლიერ მეტოქესთან ენთუზიაზმით და მონდომებით ითამაშებს.

როგორც მწვრთნელი, მადრიდის „რეალით“ აღფრთოვანებული ვარ. ახლა ორივე გუნდი ერთ სიტუაციაშია და მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო. ფრე არცერთს არ აძლევს ხელს. ვინისიუსზე კონკრეტულ ყურადღებას არ გავამახვილებთ. „რეალი“ არის გუნდი, რომელსაც გამარჯვებისთვის ბევრი სხვადასხვა იარაღი აქვს.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი 26 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსული დროშები და ომის სიმბოლიკა - ავსტრალიაში ჯოკოვიჩის ქომაგები დააკავეს
რუსული დროშები და ომის სიმბოლიკა - ავსტრალიაში ჯოკოვიჩის ქომაგები დააკავეს