ბარსელონა, გავი
Aa
Aa

ლა ლიგის მორიგი უარი - ბარსელონა გავის ისევ ვერ არეგისტრირებს

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგაში გავი 30-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ეს იმის გამო ხდება, რომ ახალგაზრდა ესპანეთს „ბარსელონა“ პირველ გუნდში ვერ არეგისტრირებს და ის ოფიციალურად მეორე გუნდის მოთამაშედ ითვლება.

ამასთან დაკავშირებით, კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგას თხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო და იანვრის თვეში 17 წლის ნახევარმცველის დარეგისტრირება კვლავ ვერ მოხერხდება.

დეპაის „ატლეტიკოში“ გადასვლამ და პიკეს კარიერის დასრულებამ სახელფასო ჭერი შეამცირა, მაგრამ ლა ლიგის მესვეურებმა „ბლაუგრანას“ აცნობეს, რომ ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. კატალონიური გრანდი, 101-ე მუხლის თანახმად ვალდებულია, რომ მომავალი ორი სეზონის ბიუჯეტი წარადგინოს.

ამ დებულებას, რა თქმა უნდა, „ბარსელონაში“ არავინ ეთანხმება და ხავიერ ტებასის მორიგ ახირებად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, კლუბში სჯერათ, რომ ბარსასა და ფეხბურთელს შორის უწყვეტობას საფრთხე არ ემუქრება. „ბლაუგრანაში“ თვლიან, რომ გავი მათი გუნდის მომავლის ფუნდამენტური წევრია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი ალ ნასრის - მოდრიჩს რეალში სურს თამაში
უარი ალ ნასრის - მოდრიჩს რეალში სურს თამაში