ობამეიანგი: "მილანში გადასვლა მსურდა, მაგრამ..."
წელს, პიერ ემერიკ ობამეიანგის შეძენა ბევრ გუნდს სურდა, საბოლოოდ კი "ობა" "დორტმუნდში" დარჩა.
გაბონელი ფორვარდის შეძენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსურველი "მილანი" იყო, რომელსაც ცოტა დააკლდა ფეხბურთელის გაფორმებამდე.
ობამეიანგმა საკუთარ Instagram-ზე პირდაპირი ეთერის დროს, ქომაგების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ გადავიდა ის "როსონერიში", მოულოდნელი და სახალისო პასუხი გასცა: "მილანში გადასვლა მსურდა, მაგრამ რა უნდა მექნა, როცა მათ ეძინათ"?
როგორც ხედავთ, ობამეიანგს იტალიურ გრანდში თამაში სურდა, თუმცა იტალიელებმა რაღაც ისე ვერ გააკეთეს, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა.