ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დასვენების დღეს ივარჯიშა - ხვიჩა რომასთან მატჩისთვის ემზადება

„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გრიპისგან სრულად გამოჯანმრთელდა და სერია A-ს მომდევნო მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა იტალიურმა სააგენტო Repubblica-მ დაწერა, რომ 21 წლის ფეხბურთელმა გუშინ გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა.

„სალერნიტანასთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ გუნდს ორდღიანი დასვენების შესაძლებლობა მისცა, თუმცა კვარამ დასვენების დღე არ გამოიყენა და გუშინ, Castel Volturno-ზე ჟუან ჟეზუსთან და დემესთან ერთად ვარჯიშობდა.

შესაბამისად, ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელია კვირას, „რომასთან“ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ გრიპის გამო ქართველმა ფეხბურთელმა „კრემონეზესთან“ სათასო მატჩი და „სალერნიტანასთან“ სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრა გამოტოვა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ დაპირისპირება 29 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა