მილანი, ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

ჟირუ: “უნდა დავფიქრდე ისევ მინდა, თუ არა ლურჯი მაისურის ტარება“

რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჰუგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. როგორც ჩანს, ეს ამბავი ყველაზე მეტად ოლივიე ჟირუს ეწყინა და შესაძლოა ვეტერანმა თავდამსხმელმა იგივე გაიმეოროს.

რა თქვა ჟირუმ?

„ამ მომენტისთვის საფრანგეთის ნაკრებში თამაშს ვაგრძელებ, მაგრამ მომავალზე უნდა დავფიქრდე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჰუგო ლორისის წასვლა ჩემთვის მოულოდნელი და გულდასაწყვეტი იყო, რადგან ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ის „მამლებს“ ძალიან დააკლდება.

უნდა დავფიქრდე და მივხვდე ისევ მინდა, თუ არა ლურჯი მაისურის ტარება, რომელიც ჩემთვის ასე ბევრს ნიშნავს. ამისთვის კი დრო მჭირდება. რაც შეეხება „მილანს“, კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს, რადგან სკუდეტოს მოგების შემდეგ გულშემატკივრებს ძალიან შევუყვარდი.

შემეძლო კარიერა MLS-ში დამესრულებინა. ამერიკიდან არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ახლა ჩემი გული „მილანს“ ეკუთვნის. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ.“

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფრანგი „როსონერის“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, ჟირუმ „მილანის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტონიო კარეკა: „ხვიჩა შესანიშნავი ტალანტია, მაგრამ...“
ანტონიო კარეკა: „ხვიჩა შესანიშნავი ტალანტია, მაგრამ...“