გიგა ჭიკაძე, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„საკუთარ სიკვდილს ითხოვ“ – MMA-ის ქომაგთა რეაქცია გიგას გამოწვევაზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ლეგენდარული მაქს ჰოლოუეი გამოიწვია. „ნინძას“ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და MMA-ის მოყვარულების აზრით, გიგა უშანსოდაა და საკუთარ სიკვდილს ითხოვს.

„კატარმა ცხოვრების 10 წელი მოგაკლო და ამის შემდეგ, რეიტინგის ნომერ პირველ მებრძოლთან ჩხუბს ვერ მიიღებ. სოდიქს ეჩხუბე და თუ დაამარცხებ, პრეტენდენტებს შორის დაბრუნდები“

„ხალხს ამ ჩხუბის ხილვა ნამდვილად არ უნდა. კატარმა გაგანადგურა და ახლა ითხოვ მებრძოლს, რომელიც კელვინზე 6 საფეხურით მაღლაა“.

„ამ ჩხუბს სიამოვნებით ვიხილავდი. მართალია, ცალმხრივი იქნებოდა, მაგრამ მაინც ვნახავდი“.

„თავდაჯერებულობა მომწონს, მაგრამ თუ კატარმა გაგანადგურა, მაქსი კარიერას ახალგაზრდულ ასაკში დაგასრულებინებს“.

„მაქსმა გაანადგურა ბიჭი, რომელმაც გიგას დომინანტურ სტილში მოუგო. ამ ჩხუბს აზრი არ აქვს“.

„საკუთარი თავის მოკვლას ითხოვ“.

„ეს ბიჭი კატარმა დაანაწევრა და ფიქრობს, რომ ჰოლოუეის გაუმკლავდება“.

„საკმარისად თავმდაბალი არ ხარ ხომ ჯერ? ნუ კარგი, მაქსმა რაღაც ხომ უნდა გააკეთოს და აქტიური იყოს“.

„ბოდიში გიგა, მაგრამ მაქსი მეოთხე ან მეხუთე რაუნდში დაგაფინიშებს“.

იყვნენ ისეთები, ვინც ამ ჩხუბის ხილვა მოისურვეს

„ნამდვილად საინტერესო ბრძოლა იქნება“.

„გიგა მაქსს გადაუვლის. კატართან მისი მარცხი ცუდი კონდიციების ბრალი იყო და არა უნარების არქონის“.

„2023 წელი ჭიკაძის წელია“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა 2022 წლის 2 ივლისს გამართა და ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. კარიერაში მას 30-ჯერ უჩხუბია და მაქსის ანგარიშზე 23 მოგება და 7 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტონიო კარეკა: „ხვიჩა შესანიშნავი ტალანტია, მაგრამ...“
ანტონიო კარეკა: „ხვიჩა შესანიშნავი ტალანტია, მაგრამ...“