გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ესპანეთის თასის წილისყრა - შერმადინის გუნდს გაუმართლა

ესპანეთის საკალათბურთო თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია. კოპა დელ რეისთვის წლეულს გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფეც“ იბრძვის და ქართველი კალათბურთელის გუნდს წილისყრაში გაუმართლა.

„შერმინატორსა“ და კომპანიას გათამაშების მთავარ ფავორიტებთან, „ბარსელონასთან“ და „რეალთან“ დაპირისპირება ფინალამდე არ მოუწევთ. „ლენოვო ტენერიფე“ ტურნირს დერბით გახსნის და „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი „ხოვენტუტ ბადალონასა“ და „ბასკონიას“ შორის საუკეთესოს შეხვდება.

სატურნირო ბადის ზედა მხარე ბევრად რთულია. „რეალი“ „ვალენსიას“ გაეჯიბრება და გამარჯვების შემთხვევაში, „ბარსელონასა“ და „უნიკახას“ წყვილში საუკეთესოს დაელოდება. მეოთხედფინალური შეხვედრები 16-17 თებერვალს გაიმართება, ნახევარფინალებს 18 თებერვალს ვიხილავთ, ხოლო ფინალი 19 თებერვალსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, შერმადინი პარკეტზე 21:22 წუთს ატარებს და საშუალოდ 13.7 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს. იგი ნასროლი ორქულიანების 63.9 პროცენტის აგდებს, საჯარიმო ხაზიდან კი თითქმის 90 პროცენტით უტევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეიკერსის სასწაული - ასეთი რამ 1972 წლის შემდეგ პირველად მოხდა
ლეიკერსის სასწაული - ასეთი რამ 1972 წლის შემდეგ პირველად მოხდა