ხამეს როდრიგესი საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა
Aa
Aa

ხამეს როდრიგესი საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი საკუთარი გუნდის მიერ, ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები ფეხბურთით უკმაყოფილოა

"საკმაოდ ცუდად ვითამაშეთ. არც კი ვიცი თუ რა ვთქვა. მოწინააღმდეგემ ბოლომდე იბრძოლა და თავს არ ზოგავდა თავს. თუ ვინმეს თამაში არ მისდის, ამის გამო მთელი გუნდი ვარდება. ცუდად ვამოყიურებოდით პირველ თამაშში ვენესუელასთან, ბრაზილიასთან რეაბილიტაცია მოვახდინეთ, მაგრამ ამჯერად კვლავ ცუდი ფეხბურთი ვაჩვენეთ. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, როდესაც რაღაც არასწორად კეთდება. თუ ტიტულის მოპოვება გვინდა, ბევრ ასპექტში უნდა მოვუმატოთ", - განაცხადა ხამეს როდრიგესმა

შეგახსენებთ რომ, ხოსე პეკერმანის გუნდმა, გუშინდელი ნათამაშები ფრის შემდეგ, 4 ქულა მოაგროვა და ფლეი-ოფში მხოლოდ მესამე ადგილიდან გავიდა. ამის გამო კი, მათ არგენტინის ნაკრებთან მოუწევთ დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები