გიგა ჭიკაძე, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„კარგ შოუს დავდგამთ“ - გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, რომელსაც 2022 წლის 15 იანვრის შემდეგ არ უჩხუბია, მაქს ჰოლოუეი გამოიწვია. „ნინძამ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ლეგენდარულ ამერიკელს ოქტაგონზე გასვლისკენ მოუწოდა.

„ერთი ტრავმირებულია, ახლახან ტრავმა მეორემ მიიღო. მაქს, ჩხუბი გინდა? ვფიქრობ, კარგ შოუს დავდგამთ. გამაგებინე, რას ფიქრობ“, - დაწერა „ნინძამ“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა 2022 წლის 2 ივლისს გამართა და ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. კარიერაში მას 30-ჯერ უჩხუბია და მაქსის ანგარიშზე 23 მოგება და 7 წაგებაა. ჰოლოუეი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მოკრივეა და გულშემატკივართა აზრით, მისი და „ნინძას“ დაპირისპირება დაუვიწყარი შოუ იქნება.

ჭიკაძეს რაც შეეხება, ქართველი მებრძოლი კელვინ კატართან, რომელიც ჰოლოუეიმ გაანადგურა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. გიგას 17 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 14 შემთხვევაში გაიმარჯვა, 3-ჯერ კი დამარცხდა. UFC-ში „ნინძას“ ანგარიშზე 7 მოგება და 1 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასიხარულო ინფორმაცია! - ცნობილია, როდის განაახლებს ხვიჩა ვარჯიშს
სასიხარულო ინფორმაცია! - ცნობილია, როდის განაახლებს ხვიჩა ვარჯიშს