თბილისის დინამო, ცრვენა ზვეზდა
Aa
Aa

მარცხი ცრვენა ზვეზდასთან - დინამომ თურქეთში პირველი ტესტი გამართა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში თურქეთში პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ამხანაგურ მატჩში სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 2:3 დამარცხდა.

ანგარიში პირველ ნახევარში, 30-ე წუთზე სერბებმა გახსნეს. კუტალაძის კარში გოლი პეშიჩმა გაიტანა.

თბილისელმა ფეხბურთელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს. 34-ე წუთზე „ცრვენა ზვეზდას“ კარში გოლი ულად ომარმა შეაგდო, ზუსტად ერთ წუთში კი გოსალვეშმა მეტოქის კარში მეორე ბურთი გაიტანა და „დინამო“ დააწინაურა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თამაშის ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში სერბული გუნდის ფეხბურთელები უფრო აქტიურობდნენ და თამაშის შემოტრიალება შეძლეს. 54-ე წუთზე პეშიჩმა თბილისელთა კარში დუბლი შეასრულა, 75-ე წუთზე კი ივანიჩმა „ცრვენა ზვეზდასთვის“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„დინამოს“ მეტოქე გუნდში ითამაშა ირაკლი აზაროვმაც. ქართველი მცველი მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს გამართავს. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონი, „ლუდოგორეცი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან საჭიროა მონდომება“ - გეგუჩაძემ ზარანდიაზე ისაუბრა
„მისგან საჭიროა მონდომება“ - გეგუჩაძემ ზარანდიაზე ისაუბრა