ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

60 მილიონი ოსიმენის სანაცვლოდ - რეალის გრანდიოზული გეგმა

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელის დამატებას გეგმავს და აპირებს, რომ „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ესპანური გამოცემა El Nacional-ის ცნობით, ნიგერიელი თავდამსხმელი სამეფო კლუბისთვის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

ასევე, იწერება, რომ ნეაპოლელები აღნიშნულ შეთავაზებას არ დათანხმდებიან და ფეხბურთელს მინიმუმ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

ვიქტორ ოსიმენი მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერია და მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 14 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. 24 წლის ფორვარდი „პარტენოპეიში“ 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს და კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

რაც შეეხება „რეალს“, მოგეხსენებათ, რომ „სამეფო კლუბის“ შეტევის ხაზის ლიდერი 35 წლის კარიმ ბენზემაა, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. თუმცა, ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები ხელშეკრულებას კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას გარეშე - ნაპოლიმ მოიგო და მილანს 12 ქულით უსწრებს
ხვიჩას გარეშე - ნაპოლიმ მოიგო და მილანს 12 ქულით უსწრებს