გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, ლუკა ზარანდია
Aa
Aa

„მისგან საჭიროა მონდომება“ - გეგუჩაძემ ზარანდიაზე ისაუბრა

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ გუნდის ახალწვეულის, ლუკა ზარანდიას შესახებ ისაუბრა. 26 წლის გარემარბმა ბელგიურ „ზულტე ვარეგემსა“ და „კორონაში“ წარუმატებელი პერიოდი გაატარა, საქართველოში დაბრუნდა და ფორმაში შესვლას ბათუმის „დინამოში“ ეცდება.

გია გეგუჩაძე:„საქართველოში ზარანდიას ყველა კარგად იცნობს, საქართველოს ფარგლებს გარეთაც... მისი შესაძლებლობები ყველამ ძალიან კარგად იცის. მე მთლიანად ლუკას დავაკისრებდი ამ პასუხისმგებლობას, რამდენად წამოგვყვება, რამდენად შესძლებს ამ პროცესში ბოლომდე მოგვყვეს. თანმიმდევრულები ვიყოთ, ის ნელ-ნელა ფორმაში აუცილებლად შევა. მისგან საჭირო იქნება მონდომება და გარკვეული სირთულეების გადალახვა. ლუკა უდიდესი ნიჭის პატრონია, მისი ძალიან მეიმედება“.

შეგახსენებთ, ზამთრის პაუზისას ბათუმის „დინამომ“ შემდეგი მოთამაშეები დაიმატა: 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი, 28 წლის მარცხენა გარემარბი ალექსანდერ იაკობსენი, 27 წლის ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი, 18 წლის ტალანტი მუხრან ბაგრატიონი, 30 წლის გამოცდილი ფორვარდი თორნიკე კაპანაძე, 26 წლის მარჯვენა გარემარბი ლუკა ზარანდია, 19 წლის გიორგი კვერნაძე.

ბათუმის „დინამო“ შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: გიორგი ფანცულაია (კარიერას ყაზახეთში, კახა ცხადაძის გაწვრთნილ „კასპიიში“ გააგრძელებს), ჯაბა ჯიღაური, ოლექსანდრ აზაცკი (პოლონეთის მეორე ლიგის „არკაში“ ითამაშებს), მილან რადინი (კარიერას სერბულ „ბაჩკა ტოპოლაში“ გააგრძელებს), ბენჟამინ ტეიდი (კარიერას ებრაულ თელ-ავივის „ჰაპოელში“ გააგრძელებს), ლაშა გორდულავა (ამ ეტაპზე უგუნდოდაა).

ასევე, გიორგი ნავალოვსკიმ და მიხეილ ალავიძემ კარიერა დაასრულეს, თუმცა კლუბში დარჩნენ და აკადემიის განვითარების კუთხით იმუშავებენ.

ბოლნისის „სიონის“ საყრდენი ნახევარმცველი ივანე ფოცხვერია, ფოთის „კოლხეთის“ ნახევარმცველი გიორგი ხარებავა და უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკო ანტალიაში ბათუმის „დინამოსთან“ ერთად შეკრებას გაივლიან, რის შემდეგაც გია გეგუჩაძე მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის ტრანსფერზე - გამოძიება ნაპოლის წინააღმდეგაც დაიწყო
ოსიმენის ტრანსფერზე - გამოძიება ნაპოლის წინააღმდეგაც დაიწყო