თბილისის დინამო
Aa
Aa

შახტარი, ლუდოგორეცი და სხვები - დინამომ ამხანაგური მატჩები დაგეგმა

თბილისის „დინამო“ პირველ თურქულ შეკრებას 22 იანვარს, „ცრვენა ზვეზდასთან“ ამხანაგური  შეხვედრით დაასრულებს, რის შემდეგაც გუნდი სამი დღე დაისვენებს და 25 თებერვალს მეორე თურქული შეკრება დაიწყება.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მეორე თურქულ შეკრებაზე ბულგარეთის ჩემპიონ „ლუდოგორეცს“ (28 იანვარი), ლიეტუვის ჩემპიონ „ჟალგირისს“ (1 თებერვალი), ყაზახურ „ტობოლს“ (2 თებერვალი), მაკედონიის ჩემპიონ „შკუპის“ (5 თებერვალი), დონეცკის „შახტარსა“ (8 თებერვალი) და ლატვიურ „რიგასს“ (9 თებერვალი) დაუპირისპირდება.

თბილისის „დინამოსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ ამხანაგური მატჩი 22 იანვარს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, მიმდინარე თურქულ შეკრებაზე „დინამომ“ „დნიპრო 1“-თან 3:3 ითამაშა, ქართული გუნდის მხრიდან გოლები მოისწრაფიშვილის, კირკიტაძისა და მექვაბიშვილის ანგარიშზეა. მეორე ამხანაგურ შეხვედრაში „დინამომ“ პლოვდივის „ლოკომოტივი“ იმრანისა და ხვადაგიანის გოლებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სწრაფი და ტექნიკური - ტორპედოს ბრაზილიელი ახალწვეული ფლამენგოდან
სწრაფი და ტექნიკური - ტორპედოს ბრაზილიელი ახალწვეული ფლამენგოდან