ქუთაისის ტორპედო, კაიკე დავიდ ფერეირა
Aa
Aa

სწრაფი და ტექნიკური - ტორპედოს ბრაზილიელი ახალწვეული ფლამენგოდან

საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის „ტორპედომ“ 19 წლის ბრაზილიელი შემტევი კაიკე დავიდ ფერეირა დაიმატა. სამხრეთამერიკელი კახა ჩხეტიანის გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონისთვის ემზადება.

კაიკე დავიდ ფერეირა „ფლამენგოს“ 20-წლამდე გუნდში თამაშობდა, გასულ წელს პირველ გუნდში დააწინაურეს, თუმცა მხოლოდ ოთხ შეხვედრაში ითამაშა.

„ფლამენგოში“ სადებიუტო მატჩი 2021 წლის იანვარში კარიოკას თასზე ჩაატარა, მისმა გუნდმა მეოთხე ლიგის „პორტუგეზა დო რიო“ 2:1 დაამარცხა. კაიკე დევიდ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 76-ე წუთზე ცვლილებაზე გამოვიდა. ამავე თვეში, კარიოკას თასზე კიდევ ერთხელ „ვოლტა რედონდასთან“ გამოჩნდა მინდორზე.

რაც შეეხება სერია ა-ში დებიუტს, 2022 წლის ნოემბერში „ჯუვენტუდესთან“ იასპარეზა, 37-ე ტურის შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა 75-ე წუთზე ჩართო თამაშში. 38-ე ტურში „ფლამენგო“ შინ „ავაისთან“ 1:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში კაიკე დავიდი სათადარიგოთა შორის იყოს, 81-ე წუთზე არტურო ვიდალი შეცვალა. ეს მატჩი კაიკე დავიდისთვის „ფლამენგოს“ რიგებში ბოლო იყო.

კაიკე დავიდი მარცხენა გარემარბისა და შეტევაზე ორიენტირებული ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციებზე თამაშობს. მისი მთავარი დადებითი თვისებები სისწრაფე და ტექნიკაა.

კაიკე დავიდ ფერეირას თამაშის გამორჩეული მომენტები

2022 წლის ლიბერტადორესის თასი „ფლამენგომ“ მოიგო, კაიკე დავიდს ამ ტურნირზე არ უთამაშია, თუმცა ნახევარფინალში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, როცა ბრაზილიურმა კლუბმა „ველეს სარსფილდი“ 2:1 დაამარცხა. 

„ფლამენგოში“ კაიკე დავიდის თანაგუნდელები იყვნენ: „ჩელსის“ ყოფილი მცველი დავიდ ლუიზი, ურუგვაელი გილერმო ვარელა, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ბრაზილიის ნაკრების ექს-მოთამაშე ფილიპე ლუისი, არტურო ვიდალი და 37 წლის დიეგო, რომელმაც საუკეთესო წლები ბრემენის „ვერდერსა“ და „ვოლფსბურგში“ გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე პოლონეთის ექსტრაკლასაში? - ტრანსფერი რეალურია
ზივზივაძე პოლონეთის ექსტრაკლასაში? - ტრანსფერი რეალურია