ჩელსი, ბაიერნი, კაი ჰავერცი
Aa
Aa

ბაიერნი ჰავერცის ტრანსფერზე მუშაობს

სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა იწურება და ევროპული გრანდები გაძლიერებას კვლავ ცდილობენ. გამონაკლისი არც მიუნხენის „ბაიერნია“.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ ყველასგან მალულად კაი ჰავერცის გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ ჟურნალისტებისთვის ეს ამბავი მაინც გახდა ცნობილი.

„ჩელსის“ შეტევაში ერთბაშად ბევრმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. ამას ისიც ემატება, რომ ზაფხულში „არისტოკრატებს“ ნკუნკუ შეუერთდება.

ამ სიტუაციით კი სარგებლის მიღებას იულიან ნაგელსმანის გუნდი ცდილობს. აშკარაა, რომ რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, „ბაიერნს“ შეტევაში პრობლემები აქვს. ბოლო პერიოდში რობერტო ფირმინოს სახელმაც გაიჟღერა, მაგრამ გერმანულ მხარეს ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

შეგახსენებთ, რომ კაი ჰავერცი ლონდონურ კლუბს 2020 წელს „ბაიერიდან“ შეუერთდა. დღემდე გერმანელმა შემტევმა ინგლისური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 119-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“0:0-ით კმაყოფილი ვარ“ - კლოპი ჩელსისთან მატჩის შემდეგ
“0:0-ით კმაყოფილი ვარ“ - კლოპი ჩელსისთან მატჩის შემდეგ