ნიშნავს თუ არა ეს დემბელეს
Aa
Aa

ნიშნავს თუ არა ეს დემბელეს "ბარსაში" უეჭველად გადასვლას?..

უსმან დემბელეს "ბარსელონაში" გადასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. აღნიშნულ საკითხზე ბოლო დროს არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ცნობა ვრცელდება, თუმცა ყველაფერი მაინც სატრანსფერო შეთანხმებამდე მიდის...

დემბელემ „დორტმუნდის“ გუშინდელი ვარჯიში გააცდინა და სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა. ამის შესახებ დორტმუნდელთა მწვრთნელმა პიტერ ბოშმა განაცხადა.

„ყვითლები“ ამის გამო 20 წლის შემტევს დასჯიან და გარკვეულ სანქციებს დაუწესებენ.

ეს ყველაფერი დემბელეს „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერს უნდა უკავშირდებოდეს.

გერმანული Sky-ს ცნობით, „დორტმუნდმა“ გუშინ ესპანელთა კიდევ ერთი წინადადება დაბლოკა. წყაროს თქმით, გერმანელებმა უარი 93 მილიონ ევროზე თქვეს.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს „ბარსასთან“ 5 წლიანი კონტრაქტი აქვს შეთანხმებული და საქმე ისე მიდის, რომ "ყვითლებს" ფრანგის "ნოუ კამპზე" გაშვება, ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები