ფლამენგოდან ტორპედოში - ქუთაისური კლუბის კიდევ ერთი ახალწვეული
Aa
Aa

ფლამენგოდან ტორპედოში - ქუთაისური კლუბის კიდევ ერთი ახალწვეული

ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა. იმერულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაიკე დავიდ ფერეირას გაფორმების შესახებ აუწყა.

„კაიკე დავიდ ფერეირა ტორპედოს შეუერთდა! 19 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება და დღეს, დილის საწვრთნელ პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. ბრაზილიელი ლეგიონერი გასულ სეზონში ფლამენგოს ღირსებას იცავდა. წარმატებებს ვუსურვებთ დავიდს ტორპედოს დიდ ოჯახში“, - ნათქვამია „ტორპედოს“ განცხადებაში.

ცნობისთვის, 2022 წელს, ფერეირა ბრაზილიური გრანდის 20-წლამდე გუნდში ასპარეზობდა და 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას თავის გამოჩენის საშუალება ძირითად გუნდშიც მიეცა და ბრაზილიის სერია A-ში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. საერთო ჯამში, მან „ფლამენგოს“ მაისური 21-ჯერ მოიგო და 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები