იან ზომერი
Aa
Aa

„მიხარია, ბაიერნის ნაწილი რომ ვარ“ - რეკორდმაისტერმა ზომერი წარადგინა

მიუნხენის „ბაიერნმა“ იან ზომერი წარადგინა. „რეკორდმაისტერმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და „გლადბახთან“ მიღწეული შეთანხმება დაადასტურა. ზომერი მიუნხენურ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ ბაიერნში ახალ გამოწვევასთან გამკლავების საშუალება მომეცა. ბაიერნი დიდი და ძლიერი კლუბია. ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია და მშვენივრად ვიცნობ აურასა და ხარისხს, რომელიც ამ კლუბშია. ვამაყობ, რომ ბაიერნის ნაწილი ვარ და წინ დიდი გამოწვევები გველოდება. მოუთმენლად ველი, ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად როდის დავიწყებ და მინდა, გლადბახს იქ გატარებული 8.5 წლისა და ტრანსფერზე თანხმობის თქმის გამო, მადლობა გადავუხადო“.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაზე რთული მეტოქე შეხვდა - პსჟ, რომელთანაც ნოიერთან ერთად სადიო მანეს დანაკლისიც ექნება. მიუნხენელებმა მეკარის პრობლემა უკვე მოაგვარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები