კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

2.6 მილიონი რონალდუსა და მესის სანახავად - თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება

19 იანვარს, „პარი სენ-ჟერმენი“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და „ალ-ჰილალისა“ და „ალ-ნასრის“ ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება. „ალ-ნასრის“ ახალწვეულის, კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგება და დიდი შანსია, მან ლიონელ მესის წინააღმდეგ ითამაშოს, რაც უდიდეს ინტერესს იწვევს.

მატჩზე დასწრების სურვილი 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა და აუქციონზე განსაკუთრებული ბილეთიც გაიყიდა, რომლის მფლობელსაც ბევრი პრივილეგია აქვს. აუქციონი არაბმა ბიზნესმენმა მოიგო და მას ბილეთი 2.6 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. მატჩის ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაერიცხება.

რა არის განსაკუთრებული ბილეთი და რა პრივილეგიები ექნება მის მფლობელს

მისი მფლობელი საუდის არაბეთის შეიხის გვერდით იქნება, როცა ის მატჩისშემდგომ ცერემონიაზე ფეხბურთელებს შეხვდება. ამასთან, მას უფლება ექნება დაესწროს, გალა სადილს, ეწვიოს გუნდების გასახდელს და მონაწილეობა მიიღოს სპეციალური თასის გადაცემის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ მესისა და რონალდუს ერთმანეთის წინააღმდეგ 2020 წლის შემდეგ არ უთამაშიათ. მაშინ „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, რონალდუ დუბლით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე