კილიან მბაპე
Aa
Aa

ისევ ის ოცნება აქვს - მბაპეს რეალში გადასვლა უნდა

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე „რეალში“ გადასვლაზე კვლავინდებურად ოცნებობს. ამ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა, The Athletic-ი ავრცელებს და წერს, რომ „სამეფო კლუბი“ და ფრანგი ფეხბურთელი თანამშრომლობით დაინტერესებული არიან.

„რეალს არ სურს, რომ მბაპეს ტრანსფერი პრესაში განიხილონ. ამიტომ, პირად და საჯარო საუბრებში მისი განხორციელების ალბათობას გამორიცხავს. გასულ ზაფხულში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, რეალი ფრთხილად მოქმედებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებსა და კილიანის გარემოცვას კონტაქტი არ გაუწყვეტიათ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მბაპეს ტრანსფერის შანსები გაიზარდა. კილიანი პარკ დე პრანსს იანვარში არ დატოვებს და შესაძლოა, რეალს ზაფხულში შეუერთდეს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

„რეალი ერთადერთი კლუბია, რომელსაც მისი წაყვანა შეუძლია. ფეხბურთში გამორიცხული არაფერია და შეგვიძლია, მის სანაცვლოდ 400 მილიონი ევრო მოვითხოვოთ ან ფასდაუდებელ მოთამაშედ გამოვაცხადოთ“, - ავრცელებს The Athletic-ი „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი თანამშრომლის კომენტარს.

საინტერესოა, რომ ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ბლანკოსს“ ტრანსფერისთვის საჭირო შესაძლებლობები აქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „რეალი“ დანაკარგების შესამცირებლად მაქსიმუმს აკეთებდა და ფინანსური პრობლემები არ გააჩნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail: „სიტი კვარაცხელიას თვალყურს ადევნებს“
Daily Mail: „სიტი კვარაცხელიას თვალყურს ადევნებს“