გოლდენ სტეიტ უორიორსი
Aa
Aa

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გოლდენ სტეიტის კალათბურთელებს უმასპინძლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ კალათბურთელებს უმასპინძლა და მათ NBA-ს 2021/22 წლების ჩემპიონობა მიულოცა.

კალათბურთელების მიღებას ამერიკის პრეზიდენტის გარდა, ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც ესწრებოდა. ღონისძიებაზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი გოლდენ სტეიტიც, მათ შორის ზაზა ფაჩულიაც, რომელმაც გუნდში ყოფნის პერიოდში ორჯერ შეძლო საჩემპიონო ბეჭდის მოპოვება.

ოკლენდელების ლიდერმა, სტეფ კარიმ როგორც ბაიდენს, ისე ჰარისს სპეციალური მაისურებიც უსახსოვრა.

„გოლდენ სტეიტის ყოველთვის დიდი სიხარულით მივესალმებით თეთრ სახლში, სტეფ კარი კი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტსმენია. „უორიორზი“ ასახავს ამერიკის სათამაშო სტილს, მუდმივ მოძრაობას ინდივიდუალური თავისუფლებითა და ღირსებით, რომელიც ერთ გუნდშია გაერთიანებული. ეს არის გუნდი, რომელიც თამაშობს მხიარულად და ისწრაფვის, რომ იყოს საუკეთესო“, - განაცხადა ბაიდენმა ღონისძიების დროს.

საგულისხმოა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში გოლდენ სტეიტი 4-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, თუმცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, ოქროს შტატელები თეთრ სახლში მიწვეულები არ ყოფილან. შესაბამისად ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოკლენდელები თეთრ სახლში სტუმრობას დათანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
38 წლის ლებრონმა 48 ქულა ჩააგდო - მეფის ბრწყინვალე მატჩი და მაგარი მომენტი
38 წლის ლებრონმა 48 ქულა ჩააგდო - მეფის ბრწყინვალე მატჩი და მაგარი მომენტი