სოლდადო
Aa
Aa

სოლდადო "ფენერბაჰჩეში" გადადის

ცნობილი ესპანელი თავდამსხმელი რობერტო სოლდადო „ვილიარეალიდან“ თურქულ „ფენერბაჰჩეში“ გადადის.

მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სოლდადო სტამბულშია, სადაც დასკვნითი სატრანსფერო ფორმალობებია მოსაგვარებელი.

გავრცელებული ცნობებით, „ფენერს“ 32 წლის შემტევის ტარნსფერი 12-13 მილიონი ევრო დაუჯდება.

რობერტო სოლდადომ ლა ლიგის გასულ სეზონში ტრავმის გამო, მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები