ახალი მეკარე ბაიერნის რადარზე - რეკორდმაისტერმა ემპოლის წინადადებით მიმართა
Aa
Aa

ახალი მეკარე ბაიერნის რადარზე - რეკორდმაისტერმა ემპოლის წინადადებით მიმართა

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს. გერმანელმა გოლკიპერმა სერიოზული დაზიანება მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა, რის გამოც, კლუბს სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურება მოუწია. გერმანელებს იან ზომერს უკავშირებდნენ, მაგრამ ახალი ვარიანტი გამოჩნდა.

TuttoSport-ისა და La Repubblica-ს ინფორმაციით, მიუნხენელები გულიემო ვიკარიოთი დაინტერესდნენ. ეს უკანასკნელი „ემპოლის“ კარის დარაჯია, რომელიც მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, იტალიურ კლუბს მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

როგორც ირკვევა, „ბაიერნსა“ და „ემპოლის“ შორის კონტაქტი უკვე იყო და „რეკორდმაისტერმა“ „ლურჯებს“ პირველი წინადადებითაც მიმართა. „ემპოლიში“ ხვდებიან საქმე რასთან აქვთ და Tuttosport-ს თუ დავუჯერებთ, ვიკარიოს შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყეს.

რა ხდება ზომერის გარშემო

ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ბაიერნსა და გლადბახს შორის მოლაპარაკებები  აქტიურად მიმდინარეობს. მიუნხენელებმა ზომერის გუნდს წინადადებითაც მიმართეს და გლადბახს 8 მილიონ ევროს პლუს 1 მილიონის ოდენობის ბონუსები შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა რეპერს კვარასავით ვცდები“ – Shade-ის ფრისტაილი გაძეტასთვის
„ყველა რეპერს კვარასავით ვცდები“ – Shade-ის ფრისტაილი გაძეტასთვის