ნოელ ლე გრე
Aa
Aa

საფრანგეთის პროკურატურამ ლე გრეს მიმართ გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს მიმართ ადგილობრივმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სექსუალურ შევიწროებას, რომელშიც ლე გრე სამმა პიროვნებამ ამხილა.

თავდაპირველად, ფრანგული ფეხბურთის ყოფილი მმართველი შევიწროებაში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, სონია სუიმ დაადანაშაულა, მოგვიანებით კი მის წინააღმდეგ ჩვენება კიდევ ორმა ქალბატონმა მისცა, რომლებიც ლე გრეს პრეზიდენტობის დროს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდნენ.

L’Equipe წერს, რომ პროკურორები ოფიციალურ სარჩელს ამზადებენ, რომლის შემდეგაც საქმე სასამართლომდე მივა.

შეგახსენებთ, რომ ნოელ ლე გრე თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ, აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით გაათავისუფლეს. 81 წლის ბიზნესმენი სკანდალში ჯერ ზინედინ ზიდანის მისამართით გაკეთებული არაკორექტული განცხადებების გამო გაეხვა, მოგვიანებით კი სონია სუიმ ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ლე გრემ ეროვნულ ნაკრებში დიდიე დეშამს კონტრაქტი ერთპიროვნულად, აღმასრულებელ კომიტეტთან კონსულტაციის გარეშე გაუხანგრძლივა, რაც საბოლოოდ, მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლე გრე პოსტს ჩამოაშორეს - აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება
ლე გრე პოსტს ჩამოაშორეს - აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება