საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ჭრიკიშვილი ბრუნდება! - ძიუდოისტების შემადგენლობა პორტუგალიის გრან პრიზე

27-29 იანვარს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2023 წლის პირველ ტურნირზე იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტები პორტუგალიის გრან პრიზე წარსდგებიან. ლაშა გუჯეჯიანმა თავდაპირველად 6-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი მათ რიგებს კიდევ 7 სპორტსმენი შეემატა.

სასიამოვნოა, რომ თითქმის 3-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ღირსებას გამოცდილი და ტიტულოვანი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი დაიცავს, რომელიც -90 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი.

-66 კგ - გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.

-73 კგ. - გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე.

-81 კგ. - ზაურ დვალაშვილი.

-90 კგ. - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი.

-100 კგ. - ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი.

+100 კგ. - საბა ინანეიშვილი, ლევან მატიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
IJF-ის გამოკითხვა: სამი ქართველი საუკეთესოს ჯილდოსთვის იბრძვის
IJF-ის გამოკითხვა: სამი ქართველი საუკეთესოს ჯილდოსთვის იბრძვის