ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

38 წლის ლებრონმა 48 ქულა ჩააგდო - მეფის ბრწყინვალე მატჩი და მაგარი მომენტი

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. 38 წლის კალათბურთელმა „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 140:132 მოიგო, 48 ქულა, 8 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

48 ქულა ლებრონისთვის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია და „მეფეს“ მინიმუმ 40 ქულა „კლიპერისს“ გარდა, NBA-ის ყველა გუნდის წინააღმდეგ აქვს გაკეთებული. ამასთან, ჯეიმსი NBA-ის მეორე კალათბურთელია, რომელსაც 38 წლის ასაკში ერთზე მეტი 45-ქულიანი მატჩი ჰქონდა. ლებრონმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მიღწევა გაიმეორა.

სხვათა შორის, მატჩის მიმდინარეობისას, „მეფესა“ და „ჰიუსტონის“ კალათბურთელს, ჯაბარი სმიტ ჯუნიორს შორის საინტერესო დიალოგი შედგა.

სმიტი: „NBA-ში სადებიუტო შეხვედრა მამაჩემის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარე.“

ლებრონი: „მართლა?!“

სმიტი: „კი, საკრამენტო იყო.“

ლებრონი: „ეს რატომ გამიკეთე? თავი ასაკოვან ადამიანად მაგრძნობინე.“

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 20 მოგება და 24 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს. ლოს ანჯელესელების მომდევნო მეტოქე „საკრამენტო კინგსია“, რომელსაც 19 იანვარს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail ხვიჩაზე: უდავოა, რომ სერია A-ში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია
Daily Mail ხვიჩაზე: უდავოა, რომ სერია A-ში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია