რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
55 უნებლიე შეცდომა - ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
Aa Aa
17 იანვარი 2023  |  10:05

55 უნებლიე შეცდომა - ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა და მსოფლიოს მე-9 ჩოგნის, ტეილორ ფრიცის წინააღმდეგ 4 სეტში წააგო - 4:6, 2:6, 6:4, 5:7.

მატჩი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო და მე-3 გეიმში, ნიკამ ბრეიკი შეასრულა, რასაც მოგებული ჩაწოდება მიაყოლა და 3:1 დაწინაურდა. სამწუხაროდ, ქართველმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მომდევნო 6 გეიმიდან მხოლოდ 1 აიღო. მეორე პარტიის სტარტიც თანაბარი იყო და ჩოგბურთელებმა 2-2 გეიმი გაცვალეს. 3:2-ზე, ფრიცმა ბრეიკი შეასრულა, საქმე ბოლომდე მიიყვანა და სეტებში 2:0 დაწინაურდა.

ბასილაშვილმა მე-3 პარტია მაღალ დონეზე ჩაატარა და თამაშში დაბრუნდა. ნიკამ პირველივე გეიმში მეტოქის ჩაწოდება აიღო, ფრიცისთვის ბრეიკპოინტი არ მიუცია და ჩამორჩენა შეამცირა - 1:2. მე-4 სეტში, 5:4-ზე ფრიცს მატჩბოლი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, თუმცა 6:5-ზე შანსი ხელიდან აღარ გაუშვია და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ცნობისთვის, ბასილაშვილის მეტოქის ჩაწოდებასთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა და ფრიცმა 32 ეისი შეასრულა. ნიკოლოზს 9 ეისი ჰქონდა, თუმცა 11 ორმაგი და 55 უნებლიე შეცდომა დაუშვა, როცა ფრიცი ჩაწოდებაზე მხოლოდ 2-ჯერ, ხოლო თამაშისას 27-ჯერ შეცდა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„ვის შევადარებდი ხვიჩას?“ - რას პასუხობს სიომინი
„ვის შევადარებდი ხვიჩას?“ - რას პასუხობს სიომინი