სერხი რობერტო
Aa
Aa

სერხი რობერტო "იუვეში"?

ესპანური პრესის ცნობით, არის შანსი, რომ მსოფლიო ფეხბურთის ორმა გრანდმა - „იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ 40 მილიონიანი გარიგების შესახებ გამოაცხადონ.

საქმე ისაა, რომ ტურინელები „ბლაუგრანას“ უნივერსალ სერხი რობერტოს ტრანსფერით იინტერესდებიან და მზად არიან, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა - 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

როგორც ირკვევა, სერხი რობერტო უახლოეს ხანში „ბარსას“ მწვრთნელთან შეხვედრას აპირებს. მას ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში სურს და თუკი ერნესტო ვალვერდესგან გარკვეულ გარანტიებს ვერ მიიღებს, დიდი შანსია, „ნოუ კამპის“ დატოვებაზე იფიქროს.

სერხი რობერტოს თავისთან გადაყვანა „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები