სანდრო მამუკელაშვილი, მილუოკი ბაქსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 5 ქულა - მილუოკი მაიამისთან უშანსოდ დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში „მილუოკი“ „მაიამის“ ესტუმრა და ანტეტოკუმპოს გარეშე დიდი ანგარიშით 95:111 დამარცხდა. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ სათადარიგოთა სკამზე სანდრო მამუკელაშვილი იჯდა.

ქართველ კალათბურთელს ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა. სანდრომ პარკეტზე 7 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 5 ქულას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა ხუთივე ქულა ბოლო მეოთხედში ჩააგდო.

სანდრომ ერთი სამი 3-ქულიანი ისროლა და ზუსტი ერთი აღმოჩნდა. ერთი 2-ქულიანი ისროლა და ჩააგდო. ასევე, მამუკელაშვილმა 2 პერსონალური "ფოლი" მიიღო.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე დაქვეითდა. შემდეგ ტურში „მილუოკი“ „ინდიანას“ უმასპინძლებს და დიდი შანსია, რომ ქართველი კალათბურთელების დაპირისპირება ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 11 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ვირტუს ბოლონიამ დაძაბულ ბრძოლაში წააგო
შენგელიას 11 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ვირტუს ბოლონიამ დაძაბულ ბრძოლაში წააგო