დემბელემ
Aa
Aa

დემბელემ "დორტმუნდი" სოციალური ქსელებიდან წაშალა...

„დორტმუნდის ბორუსიას“ უსმან დემბელეს შენარჩუნების იმედი აღარ აქვს და ახლა ცდილობს, რომ 20 წლის ფრანგის გაშვებით, რაც შეიძლება დიდი ფინანსური სარგებელი მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ დემბელემ სოციალურ ქსელებში ამჟამინდელი გუნდის გრაფიდან „დორტმუნდი“ ამოშალა და გერმანელთა გულშემატკივრები წერენ, რომ ისინი დემბელეს „ყვითლების“ ფეხბურთელად აღარ მიიჩნევენ.

დორტმუნდელები თავიანთი ტალანტის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა სხვადასხვა გამოცემების თქმით, მათ „ბარსასთან“ შეთანხმებას 115 მილიონ ევროზე მიაღწიეს.

მოკლედ, საქმე ისეა, რომ დემბელეს მომავალი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს და აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას დიდი ალბათობით, „ბარსელონას“ შემადგენლობაში ვიხილავთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები