ნოელ ლე გრე
Aa
Aa

RMC Sport: ლე გრე ატირდა და იფიცებოდა, რომ არაფერი დაუშავებია

გუშინ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე უწყების აღმასრულებელმა კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილება მინიმუმ მინიმუმ აუდიტის პროცესის დასრულებამდე შეუჩერა, რომელიც ფედერაციაში უნდა ჩატარდეს.

ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი იუწყება, რომ პოსტის დატოვების შემდეგ 81 წლის ლე გრე ატირდა და იფიცებოდა, რომ არაფერი დაუშავებია.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აღმასრულებელმა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ფილიპ დიალო დაინიშნა. ასევე, ფრანგულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლე გრეს გადაყენებით, პირადად საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში, ლე გრე რამდენიმე სკანდალში გაეხვია. L'Equipe-ის ინფორმაციით, მან ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან კონტრაქტი 2026 წლამდე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისგან დამოუკიდებლად გაახანგრძლივა, რაც უწყების წესდებით აკრძალულია. უახლოეს დღეებში კომიტეტი საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება, სადაც დეშამთან გაფორმებულ კონტრაქტზე იმსჯელებენ. დიდიეს სავარაუდოდ თანამდებობა შეუნარჩუნდება, თუმცა საუბარია, რომ 2026 წლამდე დადებული ხელშეკრულება 2 წლით შემცირდება და ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე დარჩება. ასევე, დაგეგმილია, კონტრაქტში ჩაიწეროს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მხარეებს კომპენსაციის გადახდა აღარ მოუწევთ.

იყო მომენტი, როცა ლე გრე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. საფეხბურთო აგენტის, სონია სუიდის თქმით, როდესაც იგი 28 წლის იყო, ლე გრეს მხრიდან გამუდმებით გრძნობდა გადაჭარბებულ ყურადღებას და ადგილი სექსუალურ შევიწროებასაც ჰქონდა. ასევე, ლე გრე სკანდალში ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოც გაეხვია, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეშამი: ლე გრემ თავად აღიარა შეცდომა და კარგია, რომ ბოდიში მოიხადა
დეშამი: ლე გრემ თავად აღიარა შეცდომა და კარგია, რომ ბოდიში მოიხადა