კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ალ-ნასრი, ალ-ჰილალი
Aa
Aa

300-მილიონიანი კონტრაქტი - ალ-ჰილალი მესის ეპატიჟება

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ საუდის არაბეთში შესაძლოა ლიონელ მესიც ვიხილოთ. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ადგილობრივი ჩემპიონატის კლუბი „ალ-ჰილალი“ არგენტინელ ფეხბურთელს გრანდიოზულ, 300-მილიონ ევროიან კონტრაქტს სთავაზობს.

გამოცემის ცნობით, გარიგების განხორციელების შემთხვევაში, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო ხაზინიდან გამოიყოფა.

მესის პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, „ალ-ჰილალი“ ეცდება, რომ არგენტინელ ფეხბურთელს უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზოს.

კლუბში მიიჩნევენ, რომ ლეო მესის მათ ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში, რონალდუსთან ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმართ ინტერესს გაზრდის, რაც თავისთავად ქვეყანას 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შანსებსაც გაუზრდის.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ-ჰილალის“ მთავარი მეტოქე „ალ-ნასრია“, რომელმაც ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა. პორტუგალიელი 2.5 წლის განმავლობაში კლუბისგან ერთი სეზონის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუდის არაბეთის დავალება - რონალდუ დამატებით 200 მილიონს მიიღებს
საუდის არაბეთის დავალება - რონალდუ დამატებით 200 მილიონს მიიღებს