არგენტინაში სროლის შედეგად 19 წლის ფეხბურთელი მოკლეს
Aa
Aa

არგენტინაში სროლის შედეგად 19 წლის ფეხბურთელი მოკლეს

არგენტინის ქალაქ როსარიოში მომხდარი სროლის შედეგად 19 წლის ფეხბურთელი, ლაუტარო რონჩი გარდაიცვალა.

Marca-ს არგენტინული ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ლაუტარო რონჩის და მის ორ მეგობარს ცეცხლი აიაკუჩოს ქუჩაზე გაუხსნა. სროლის შედეგად როჩიმ თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, დაღუპულია მისი კიდევ ერთი მეგობარი, რომელსაც ჭრილობები ფეხისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მისი მესამე მეგობარი კი ფეხის არეში დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, თუმცა თავდასხმის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

ლაუტარო რონჩი საფეხბურთო კლუბ რასინგის აღზრდილი იყო და ის ამავე კლუბის ახალგაზრდულ გუნდში, არგენტინის ჩემპიონატის მე-4 დივიზიონში თამაშობდა. გასწულ სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა მეხუთე დივიზიონში 12 გოლი გაიტანა და თავის გუნდს დაწინაურებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა