ტოჩინოშინი, ჰაცუ ბაშო
Aa
Aa

ჰაცუ ბაშო: ტოჩინოშინი იორიკირით დამარცხდა და ტრავმაც მიიღო

ჰაცუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირა კოტოშოჰოს (ბალანსი 3:0-ზე) შეხვდა და სამწუხაროდ იორიკირით დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზე ქართველმა სუმოისტმა მავაშში ჩავლება სცადა, თუმცა უფრო სხარტი იაპონელი სუმოისტი აღმოჩნდა და ლევან გორგაძე დოჰიოდან გადაიყვანა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ტოჩინოშინმა მარცხენა მხარის არეში აშკარა ტკივილი იგრძნო, რომელიც კადრებშიც კარგად ჩანს და არაა გამორიცხული, რომ მარცხის მიზეზიც ეს დისკომფორტი გამხდარიყო.

იმედია ქართველი რიკიშის ტრავმა სერიოზული არაა და ლევან გორგაძე საიუბილეო მე-100 ბაშოზე ასპარეზობის გაგრძელებას შეძლებს. ამ მარცხით, ტოჩინოშინის ბალანსი 2:2-ზე გახდა.

ლევანის მომდევნო მეტოქე ხვალ, მე-16 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება. ქართველი და იაპონელი სუმოისტები აქამდე ერთმანეთს 26-ჯერ დაუპირისპირდნენ და 15 შეხვედრაში გამარჯვება ტოჩინოშინმა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარმატებული სტარტი - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო მოგებით დაიწყო
წარმატებული სტარტი - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო მოგებით დაიწყო