Telefoot: მბაპემ მომავალი სეზონის კლუბი დაასახელა!
Aa
Aa

Telefoot: მბაპემ მომავალი სეზონის კლუბი დაასახელა!

ფრანგული ტელეარხის Telefoot-ის მიერ დღეს დილით გავრცელებული ცნობით, კილიან მბაპემ საკუთარი მომავალი გაარკვია და გადაწყვიტა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "პსჟ"-ში გადასვლა სურს.

როგორც ირკვევა, მბაპემ ამის შესახებ საკუთარ გარემოცვას განუცხადა.

შესაბამისად, პარიზელებს ისღა დარჩენიათ „მონაკოსთან“ სატრანსფერო ფასი შეათანხმონ და საკუთარი გულშემატკივრები კიდევ ერთი მეგატრანსფერით გაახარონ.

წყაროს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ნეიმარის პარიზში გადასვლამ მოახდინა. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, მბაპე "მონაკოს" ხელმძღვანელობას შეხვდა და მოახსენა, რომ "ლუი II"-ს დატოვება ამ ზაფხულსვე სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები