სებასტიან ალე
Aa
Aa

„მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე“ - სებასტიან ალე სათამაშოდ მზადაა

„დორტმუნდის“ ფეხბურთელმა, სებასტიან ალემ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ალე საკვერცხე ჯირკვლის სიმსივნეს ებრძოდა და როგორც თავად ამბობს, მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.

„მინდა, რაც შეიძლება მალე ვითამაშო. თუ სამედიცინო შტაბისგან არაფერი შეიცვალა, ჩართულობასთან და თამაშთან დაკავშირებით, შეზღუდვები არ მაქვს. ახლა ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რასაც ადრე ვაკეთებდი და ეს თვითრწმენას მაძლევს.

კარიერის დასრულებაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი დამოკიდებულება მომავალზე ფიქრზე და ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებაზე იყო დაფუძნებული, თუმცა ჩემს ოჯახს ბევრად რთული პერიოდის გამოვლა მოუწია. მათ გაუჭირდათ, რადგან გრძნობდნენ, რომ მათ კონტროლქვეშ არაფერი იყო, თუმცა უდიდესი დახმარება გამიწიეს“.

როგორ დაიწყო ყველაფერი

„როცა დორტმუნდთან კონტრაქტი გავაფორმე, ყველაფერი კარგად იყო. ჩემი ოჯახის წევრები და ნაცნობები შექმნილი ვითარებით გახარებული იყვნენ, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. არაკომფორტული შეგრძნება დამეუფლა და მუცელში რაღაც ვიგრძენი, რის შემდეგაც ყველაფერი ძალიან, ძალიან, ძალიან სწრაფად განვითარდა. დილის 9 საათზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩამიტარეს და მითხრეს, რომ რაღაც დაინახეს, რაც დამატებით გამოკვლევებს საჭიროებდა. ეგონათ, რომ სიმსივნური წარმონაქმნი იყო და ბიოფსიის ჩატარება გადაწყდა. 24 საათის განმავლობაში უამრავი გამოკვლევა ჩამიტარდა და მოგვიწია, ქირურგიულ ჩარევას დავლოდებოდით, რათა დაზუსტებით გაგვეგო, საქმე რასთან გვქონდა. ბიოფსიის შემდეგ, ეს დიაგნოზი დამისვეს და ძალიან იღბლიანი ვარ, რომ სიმსივნეს აღმოჩენა ასე სწრაფად მოხდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც პროგნოზირებადი გახდა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე
„მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც პროგნოზირებადი გახდა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე