ნოელ ლე გრე
Aa
Aa

ნოელ ლე გრეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ნოელ ლე გრეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ფრანგი საფეხბურთო აგენტი, სონია სუიდი BFMTV-სთან ინტერვიუს დროს იხსენებს, რომ როდესაც 28 წლის იყო, ლე გრეს მხრიდან ის გამუდმებით გრძნობდა გადაჭარბებულ ყურადღებას.

რას ამბობს სუიდი:

მაშინ 28 წლის ვიყავი, ის კი 72 წლის იყო. მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა. ის არასდროს მიყურებდა როგორც აგენტს, ის მხედავდა როგორც ტკბილეულობას, რომელსაც დაღეჭვა სჭირდებოდა. უხეშად რომ ვთქვა, ჩემში მხოლოდ ორი მკერდი და უკანალი დაინახა. საფეხბურთო სამყაროში მე ერთ-ერთი იშვიათი ქალი საფეხბურთო აგენტი ვარ და საკუთარი თავის დამკვიდრებას ვცდილობ, თუმცა ერთადერთი, რაც მას აინტერესებდა ჩემი მკერდი და უკანალი იყო. ეს ძალადობაა, ძალიან მტკიოდა. თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი.

სონია სუიდმა ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს ლე გრემ ის თავის ბინაში, სამუშაო საკითხების განსახილველად მიიწვია, თუმცა სახლში შესულმა მაგიდაზე ორი შამპანურის ჭიქა და სანთელი დაინახა, რის შემდეგაც ბინა დაუყონებლივ დატოვა.

37 წლის აგენტის თქმით, ამ დღის შემდეგ ის მობილურ ტელეფონზე გამუდმებით იღებდა შეტყობინებებს, რომელშიც ფედერაციის პრეზიდენტი შეხვედრას სთხოვდა და ეუბნებოდა, რომ „ძალიან ენატრებოდა“. სუიდის თქმით, ამ მესიჯები თითქმის 4 წლის განმავლობაში იღებდა.

შეგახსენებთ, რომ ნოელ ლე გრემ გუშინ ფრანგული ფეხბურთის ლეგენდაზე, ზინედინ ზიდანზე განაცხადა, რომ თუ ყოფილი ფეხბურთელი მას დაურეკავდა, ტელეფონს არ უპასუხებდა. მოგვიანებით, ლე გრემ თავისი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიდანი რეალში დაბრუნდება? - პერესის ფავორიტი ფრანგი მწვრთნელია
ზიდანი რეალში დაბრუნდება? - პერესის ფავორიტი ფრანგი მწვრთნელია