დიდიე დეშამი
Aa
Aa

„ყველა მწვრთნელს ვუსურვებ ასეთ ფეხბურთელთან მუშაობას“ - დეშამი ლორისს დაემშვიდობა

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ მეკარემ, უგო ლორისმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოცხადა.

36 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებას საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი გამოეხმაურა და ლორისს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

დიდიე დეშამის სიტყვებს L'Equipe ციტირებს:

ჰუგომ სანაკრებო კარიერის დასრულება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ის ჯერ კიდევ კარიერის პიკშია. თავისი აზრები რამდენიმე დღის წინ გამიზიარა და გადაწყვეტილებაც მალევე მიიღო. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. საფრანგეთის ნაკრების ერთგული მსახური მიდის და მინდა გამორჩეული კარიერისთვის მადლობა გადავუხადო.

ის მონაწილეობდა ჩვენს ყველა დიდ წარმატებაში და ყოველთვის იყო პროფესიონალიზმის მაგალითი. ჰუგო ყოველთვის გუნდზე ფიქრობდა და საერთო მიზნებს პირადზე მაღლა აყენებდა. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივი იყო მისი მწვრთნელობა. ყველა სპეციალისტს ვუსურვებ ასეთ ფეხბურთელთან მუშაობას, ჰუგოს კი ბედნიერებას ვუსურვებ. მას კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარესზე თავის ქვეყანას ასე ემსახურა.

შეგახსენებთ, რომ „მამლების“ კაპიტანი ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს. ლორისმა 2008 წლიდან დღემდე საფრანგეთის ნაკრების მაისური ყველა ტურნირზე ერთად 145-ჯერ მოირგო. მისი მონაგარი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 2021 წელს ერთა ლიგა და 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები