ირანი
Aa
Aa

26-წლიანი პატიმრობა - ირანელი ფეხბურთელი მკაცრად დასაჯეს

26 წლის ირანელ ფეხბურთელ, ამირ რეზა ნასრ აზადანის ირანის სასამართლომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააგენტო EFE-ს ინფორმაციით, გამოძიება აზადანს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს სამი პოლიციელის მკვლელობას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევასა და არალეგალურ ჯგუფებში გაწევრიანებას ედავება. საერთო ჯამში, ფეხბურთელს 26-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა იმის გამო, რომ აზადანის სასჯელის ერთდროულად მოხდა მოუწევს, პატიმრობის პერიოდი 16-წლამდე შემცირდება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა ოფიციალურმა უწყებებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები 2022 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. მიზეზი კი პოლიციელების მხრიდან ირანელი გოგონა, მაჰსა ამინის მკვლელობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გოგონა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო ჩაქოლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ირანელმა მოჭადრაკემ პროტესტის ნიშნად ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა
ირანელმა მოჭადრაკემ პროტესტის ნიშნად ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა