ბენფიკა, რუი კოშტა
Aa
Aa

ბენფიკას თამაშების ჩაწყობაში ადანაშაულებენ - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პორტუგალიური „ბენფიკას“ მიმართ ადგილობრივმა სასამართლომ გამოძიება დაიწყო. Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება 2016-2020 წლებში თამაშების ჩაწყობის საქმეს.

ბრიტანული სააგენტო, პორტუგალიურ პრესაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარიგებულ თამაშებში როგორც ფეხბურთელები, ისე კლუბის გამგეობის წევრები და ყოფილი პრეზიდენტი, ლუიშ ფელიპე ვიეირა მონაწილეობდნენ.

ასევე, გამოძიება „ბენფიკას“ ამჟამინდელი პრეზიდენტის, რუი კოშტას წინააღმდეგაც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კლუბის ყოფილმა მმართველმა, ლუიშ ფელიპე ვიეირამ თანამდებობა 2020 წელს სკანდალურად დატოვა. პორტუგალიის პროკურატურა მას გადასახადებისგან თავის არიდებას, ფულის გათეთრებას, საბუთების გაყალბებასა და თაღლითობას ედავება.

ვიეირას შემდეგ, პრეზიდენტად რუი კოშტა დაინიშნა, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ თამაშების ჩაწყობის საქმეში მისი სახელიც ფიგურირებდეს.

აქვე გეტყვით, რომ საქმეზე სასამართლოში პირველი მოსმენა 3 იანვარს გაიმართა, თუმცა საქმის დეტალები მკაცრად არის გასაიდუმლოებული, რის გამოც მედიაში დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები