კრიშტიანუ რონალდუ, ალ-ნასრი, ვინსენტ აბუბაქარი
Aa
Aa

„მესი უკეთესი ფეხბურთელია“ - აბუბაქარი ალ-ნასრიდან გაშვების შემდეგ

ვეტერანი პორგუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრში“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კლუბმა 37 წლის ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად გუნდიდან კამერუნელი შემტევი, ვინსენტ აბუბაქარი გაუშვა. „ალ-ნასრს“ ლეგიონერების ლიმიტის გამო სხვა ვარიანტი არ ჰქონდა.

კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, აბუბაქარმა პირველი კომენტარი გააკეთა, რომელშიც იგრძნობა, რომ კამერუნელი ფეხბურთელი ძალიან ნაწყენია.

რას ამბობს აბუბაქარი:

ყოველთვის მეგონა, რომ მესი რონალდუზე უკეთესი იყო და რონალდუსთან ერთად პირველი ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ მართალი ვიყავი.

შეგახსენებთ, რომ ლეგიონერების ლიმიტის გამო რონალდუმ უკვე გამოტოვა „ალ-ნასრის“ ერთი თამაში. ახლა კი ფეხბურთელის დებიუტი უახლოეს ტურში არის მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრთან“ 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ანაზღაურების სახით კი ერთ სეზონში 200 მილიონ დოლარს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
17 ნომერი იქირავა - ცნობილია, სად იცხოვრებს რონალდუ რიადში
17 ნომერი იქირავა - ცნობილია, სად იცხოვრებს რონალდუ რიადში