კრიშტიანუ რონალდუ, ალ-ნასრი
Aa
Aa

17 ნომერი იქირავა - ცნობილია, სად იცხოვრებს რონალდუ რიადში

კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრში გადასვლის შემდეგ, ცნობილი გახდა, თუ სად იცხოვრებს პორტუგალიელი ფეხბურთელი.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელმა ქალაქ რიადში, 99-სართულიან ცათამბჯენ Kingdom Tower-ში, სადაც ელიტური სასტუმროა განთავსებული 17 ოთახი იქირავა. სააგენტოს ინფორმაციით, ნომრები გადანაწილებული იქნება მის ოჯახის წევრებზე, მეგობრებსა და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებზე.

კრიშტიანუ რონალდუმ თავისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი დაჯავშნა, რომელიც ორ სართულს იკავებს და „გიგანტური“ ზომით გამოირჩევა. როგორც მედიაში იწერება, ფეხბურთელმა ყველა ნომერი ჯერჯერობით 1 თვით იქირავა.

Daily Mail-ი ასევე წერს, რომ 37 წლის სუპერვარსკვლავს 17 ნომრის საფასურის გადახდა 250 ათას ფუნტზე მეტი დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრთან“ 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ანაზღაურების სახით კი ერთ სეზონში 200 მილიონ დოლარს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აბუბაქარი ოლდ ტრაფორდზე? - რონალდუს გამო ალ ნასრიდან გაუშვეს
აბუბაქარი ოლდ ტრაფორდზე? - რონალდუს გამო ალ ნასრიდან გაუშვეს