ლივერპული, ლაიპციგი
Aa
Aa

გვარდიოლი: “ჩემი ოცნების კლუბი ლივერპულია“

მას შემდეგ, რაც იოსკო გვარდიოლმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა, მისით რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა. საუბარი „რეალზე“, „ჩელსიზე“, „ლივერპულზე“ და „მანჩესტერ სიტიზე“ გახლავთ.

ხორვატი მცველი გამოცემა Dana-ს ესაუბრა და მისი საყვარელი კლუბი დაასახელა.

გვარდიოლი:

„ჩემი ოცნების კლუბი? ეს ნამდვილად „ლივერპულია“. ბავშვობაში მამასთან ერთად მატ თამაშებს სულ ვუყურებდი. დეტალურად მახსოვს ყველა სეზონი. ეს არის კლუბი, რომელიც ჩემს გულში დარჩა. ევროპული გუნდების ინტერესების შესახებ კარგად ვიცი. იმედი მაქვს, სეზონის დარჩენილ 6 თვეს „ლაიპციგში“ გავატარებ.

არსად მეჩქარება. ყველაფერს დეტალურად დავგეგმავ. გასულ წელს ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ „ლაიპციგმა“ შემინარჩუნა. „ჩელსი“ აქტიურობდა და შეთანხმდნენ, რომ ზამთარში გადავიდოდი, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა.

ბავშვობიდან პრემიერ ლიგა მიყვარდა და მიზიდავდა. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი რთულია იქ თამაში. ვნახოთ, არ ვიცი ვარ, თუ არა მზად იქ სათამაშოდ. როდესაც ამას ვიგრძნობ ქმედით ნაბიჯს მხოლოდ შემდეგ გადავდგამ. ჯერ გერმანიაში მსურს ბევრი რამის დამტკიცება.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
IFFHS - 2022 წლის საუკეთესო მეკარე კურტუა გახდა
IFFHS - 2022 წლის საუკეთესო მეკარე კურტუა გახდა