ივანოვიჩი
Aa
Aa

ივანოვიჩი "ბირმინგემის" ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა

მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი, სერბი ანა ივანოვიჩი “ბირმინგემის” ტურნირზე 1/16-ფინალში რეიტინგის 135-ე ნომერთან პორტუგალიელ მიშელ ლარშელ დე ბრიტუსთან 4:6, 6:3, 6:7 დამარცხდა. გადამწყვეტი მესამე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც პორგუგალიელმა 8:6 იმარჯვა. შეხვედრა საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.

ივანოვიჩმა 15 ეისი ჩააწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, დე ბრიტუს 2 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები