ნუსაირ მაზრაუი
Aa
Aa

დევისის შემდეგ მაზრაუი - მაროკოელს გულის პრობლემები აქვს

მიუნხენის „ბაიერნის“ ექიმებმა „რეკორდმაისტერის“ მაროკოელ მცველს, ნუსაირ მაზრაუის საფეხბურთო აქტივობებში მონაწილეობის მიღება დროებით აუკრძალეს. ამის შესახებ გერმანულმა გრანდმა ოფიციალურად დაწერა და ქომაგებს დეტალები შეატყობინა.

„მაზრაუი თავდაპირველად, გუნდს კორონავირუსის ინფექციის გამო ვერ ეხმარებოდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩატარებულმა დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას მცირე კარდიომეგალია აქვს, რაზეც იმკურნალებს“.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD-ის ინფორმაციით, „ბაიერნი“ არ აპირებს გარისკოს და თავისი ფეხბურთელის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოს. გამომდინარე აქედან, მაზრაუი გუნდს 6-დან 8 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება და მოედანს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც სრულად გამოჯანმრთელდება.

შეგახსენებთ, რომ მაზრაუი „ბაიერნის“ პირველი ფეხბურთელი არაა, რომელსაც კორონავირუსის შემდეგ, გულის პრობლემები აღმოაჩნდა. იგივე ვითარებაში ალფონსო დევისი იყო და კანადელის შემთხვევაში, ყველაფერი კარგად დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხაბულიანი ლევანტეშია - კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს
ხაბულიანი ლევანტეშია - კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს