ბასილაშვილი დღეს ბერდიხს შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილი დღეს ბერდიხს შეხვდება

მონრეალში მიმდინარე "მასტერსის" სერიის ტურნირზე, დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-14 ჩოგან ტომაშ ბერდიხს შეხვდება.

ჩოგბურთელები ერთმანეთს მეორედ ხვდებიან - პირველი მატჩი ბასილაშვილმა მოიგო. მან ბერდიხს გასულ წელს ვენის ტურნირზე 3 სეტში აჯობა.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:35 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს Silk სპორტი 3-ს ეთერში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები