ალ-ნასრი რონალდუს ვერ არეგისტრირებს - მიზეზი ლეგიონერთა კვოტაა
ცნობილი საინფორმაციო სააგენტოს, AFP-ის ინფორმაციით, რომელიც კლუბში მომუშავე წყარომ მიაწოდა, „ალ-ნასრის“ კრიშტიანუ რონალდუ ჯერ არ დაურეგისტრირებია. ამის მიზეზი საუდის არაბეთის ჩემპიონატში მოქმედი წესები და ლეგიონერთა კვოტაა.
AFP-ის მიხედვით, სეზონის განმავლობაში, კლუბებს უფლება აქვთ, 8 უცხოელი ფეხბურთელი ჰყავდეთ. „ალ-ნასრიში“ ეს კვოტა შევსებულია და რონალდუ მეცხრეა, რის გამოც, პორტუგალიელს ახალი კლუბის მაისურით თამაში ჯერ არ შეუძლია. როგორც ირკვევა, აღნიშნული ვითარება მალე შეიცვლება და „ალ-ნასრი“ ერთ-ერთ ლეგიონერს გაყიდის ან მასთან კონტრაქტს გაწყვეტს.
Portuguese superstar Cristiano Ronaldo faces a wait to make his Al Nassr debut because the Saudi club have exceeded their quota for foreign players, club sources told AFP on Thursday ▶️ https://t.co/qikcWp3VGI #AFPSports pic.twitter.com/NNT93Wt6xD
— AFP News Agency (@AFP) January 5, 2023
საინტერესოა, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორის მიუხედავად, უცხოურ პრესაში წერდნენ, რომ შეიძლებოდა, დღეს, რონალდუს დებიუტი შემდგარიყო. რთული წარმოსადგენია ეს როგორ უნდა მომხდარიყო, როცა „ალ-ნასრის“ კრიშტიანუ დარეგისტრირებულიც კი არ ჰყავს. აღსანიშნავია, რომ არსებობს მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ფიფამ „ალ-ნასრის“ ვალების გამო, სანქციები დააკისრა, თუმცა კლუბმა ყველა ვალი დაფარა და კრიშტიანუს დარეგისტრირება შეუძლია.
ცნობისთვის, პორტუგალიელის გუნდის დღევანდელი მატჩი გადაიდო. ოფიციალური განცხადების მიხედვით, უამინდობის გამო, სტადიონის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით, პრობლემები შეიქმნა და „ალ-ნასრი“ იძულებული გახდა, შეხვედრა 24 საათით გადაედო.