Aa
Aa

"ბაიერნი" დაიერში 55 მილიონს იხდის!

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ უახლოეს ხანში მისი საყრდენის ერიკ დაიერის ტრანსფერის თემაზე დაუკავშირდება.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ გერმანელებს დაიერის გადასაყვანად 55 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული.

მიუხედავად ასეთი სარფიანი წინადადებისა, დაიერის „ტოტენჰემიდან“ წასვლა მაინც ნაკლებ სავარაუდოა.

„დეზებს“ დიდი გეგმები და ამბიციები აქვთ და მათ გეგმებში ერთ-ერთი საკვანძო და ამასთანავე მზარდი ფეხბურთელის გაშვება არ უნდა შედიოდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები