ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი რეალს ირჩევს - ინგლისელი სამეფო კლუბს უახლოვდება

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალს“ უახლოვდება.

სააგენტო Goal.com-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამეფო კლუბის ნომერ პირველი სამიზნე ინგლისელი ფეხბურთელი იქნება.

სააგენტო წერს, რომ „რეალში“ ტრანსფერის სურვილი თავად ბელინგემმაც გამოთქვა ეს თავის უახლოეს გარემოცვას უკვე აცნობა.

დორტმუნდის „ბორუსია“ ფეხბურთელის სანაცვლოდ სავარაუდოდ 120 მილიონ ევროს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბელინგემმა დორტმუნდის „ბორუსიას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 112 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 19 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამოსი რონალდუსთან ერთად - ალ-ნასრის გრანდიოზული გეგმა
რამოსი რონალდუსთან ერთად - ალ-ნასრის გრანდიოზული გეგმა