დორტმუნდი, მადრიდის რეალი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

წინ გადადგმული ნაბიჯი - რეალი ბელინგემს მიუახლოვდა

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალმა“ „დორტმუნდის ბორუსიას“ ბელინგემის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა.

ინგლისელ ნახევარმცველს „ბლანკოსის“ გარდა „ლივერპული“ და „სიტი“ ეპატიჟებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ჯუდს და მის ოჯახს გული მერსისაიდული გრანდისკენ მიუწევდათ, მაგრამ დღეს ესპანური მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ბელინგემმა აზრი შეიცვალა და მადრიდის „რეალში“ სურს თამაში. ის „სამეფო კლუბის“ მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ფლორენტინო პერესმა ახალგაზრდა ტალანტისთვის გერმანელებს 100 მილიონი შესთავაზა.

Goal Espana წერს, რომ „დორტმუნდმა“ 120 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც „რეალისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ კლუბები შეთანხმდებიან ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი „დორტმუნდის ბორუსიას“ 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ბელინგემმა გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 112-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრა: რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდში ბოსი ისევ ბრუნოა
ევრა: რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდში ბოსი ისევ ბრუნოა